9 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალთა ერთეულთა თანრიგის პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 164-ე ნომერმა - ეკო გორგოძემ იასპარეზა და შეხვედრა მარტივად ორ სეტში 6:3; 6:3 დათმო.
ჩვენი თანამემამულე გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ წარსდგა, თუმცა მისი მეტოქე ამჟამად მსოფლიოს 532-ე ჩოგანი – ლუსი ჰრადეჩკა იყო.