Belive

ეკატერინე გორგოძე Ambassadori Tennis Open-ის გამარჯვებულია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

W25 Ambassadori Tennis Open-ის ფინალში მსოფლიოს 397-ე ჩოგანმა, ეკატერინე გორგოძემ, რომელიც ტურნირში მეშვიდე ნომრად იყო განთესილი, ბრიტანელი მეტოქე, ანნა ბროგანი (338) ორ სეტში, ანგარიშით 6:2, 6:2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გორგოძემ ფინალამდე 4 შეხვედრის მოგება შეძლო - 1/16-ფინალში რუს მარია კოზირევას აჯობა, 1/8-ფინალში ჩინელ ზონგიუ ლისთან იმარჯვა, მეოთხედფინალში სოფია შაფათავა დაამარცხა, ნახევარფინალში კი - დეჟანა რადანოვიჩი (სერბეთი).

კაჭრეთის ამბასადორმა 7-დან 21 მაისის ჩათვლით ორ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 20-ზე მეტი ქვეყნის 60-მა ჩოგბურთელმა მიიღო.