Belive

"ჩემს მატჩებს ანადგურებ" - ოსტაპენკო კოშკურის არბიტრს დაუპირისპირდა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ბრისბეინში მიმდინარე ტურნირის 1/4-ფინალში, ელენა ოსტაპენკოსა და ვიქტორია აზარენკას დაპირისპირება გაიმართა. 3 სეტიანი (3:6/6:3/5:7) დაპირისპირება ოსტაპენკოს მარცხით დასრულდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, ელენა ოსტაპენკო კოშკურის არბიტრის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. ოსტაპენკო მიიჩნევს, რომ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი აზარენკას ნახევარზე ორჯერ დაეცა, რაც არბიტრმა ვერ შეამჩნია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩოგბურთელმა არბიტრი მატჩების განადგურებაში დაადანაშაულა.

აღარ მინდა, რომ ჩემს მატჩებზე დაგინახო. შენ აღარ იმსაჯებ ჩემს მატჩზე - შენ ჩემს მატჩებს ანადგურებ. - ელენა ოსტაპენკო.