Belive

betlive Challenge Cup მზიურის კორტებზე გაიმართება

8 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

17,18 და 19 სექტემბერს ბეთლაივის სახელობის სამოყვარულო და პროფესიონალური ჩოგბურთის წყვილთა ჩემპიონატი, "betlive Challenge Cup" გაიმართება. ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები მიიღებენ, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ჩატარდება.

ჩემპიონატში მონაწილეობას 24 წყვილი მიიღებს. თითო წყვილში 1 პროფესიონალი და 1 მოყვარული მოთამაშე იქნება. აღსანიშნავია, რომ "betlive Challenge Cup"-ში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების წევრებიც მიიღებენ, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 20000 ლარს შეადგენს.

დაინტერესებულ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ფინალური მატჩი belive-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით, ლაივ რეჟიმში იხილოს.