კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 41-ე ჩოგანი - იან-ლენარდ შტრუფი სამ სეტში, ანგარიშით 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ლასლო ჯერე (57) იქნება, რომელმაც გუშინ ლორენცო მუსეტის მოუგო. მატჩი დღეს 15:30 საათზეა ჩანიშნული.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ლორენცო სონეგო და ტეილორ ფრიცი დაუპირისპირდებიან.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ლასლო ჯერეა - სერბმა გასულ წელს ფინალში მარკო ჩეკინატო დაამარცხა.