Belive

ბასილაშვილის დაპირება გულშემატკივარს: " მარტში აუცილებლად დავბრუნდები"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. მიუხედავად გაშვებული შანსისა, ქართველი ჩოგბურთელი იმედიანადაა. ნიკოლოზი გულშემატკივარს დაპირდა, რომ ინდიან უელსის შემდეგ გათამაშებაში აუცილებლად დაბრუნდება.
"მინდა მივულოცო კამერონს, მან შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა. მადლობას ვუხდი ტურნირის ორგანიზატორებსა და ჩემს გუნდს. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ ტურნირს მოვიგებდი, მაგრამ მარტში დავბრუნდები და აქ ისევ ჩამოვალ," - თქვა ბასილაშვილმა.
გეტყვით, რომ ინდიან უელსის 2022 წლის გათამაშება 7-20 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები