Belive

ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 1000-ქულიან ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს გადაეყარა, რომელთანაც უკანასკნელი დაპირისპირება საკმაოდ კარგად ჰქონდა ჩატარებული ამერიკის ღია პირველობაზე, თუმცა გრუნტის მეფემ რომში მოვლენები სხვაგვარად განავითარა. პირველი სეტის პირველ გეიმში ნიკას ბრეიკის შესრულების ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა - წონასწორობა უმალვე აღადგინა, თუმცა ეს იყო ერთადერთი გეიმი რომელიც ნიკამ ესპანელ მატადორს მოუგო... აღსანიშნავია, რომ ნადალი საოცრად კარგ ჩოგბურთს თამაშობდა და ბრწყინვალე ფორმაშია, ხოლო ნიკოლოზისთვის კარგი შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა. ქართველმა ძალიან დიდი ოდენობის უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მეტოქის უპირატესობას. ამრიგად, რომის მასტერსის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური ამ ტურნირის 8-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა მოიპოვა.  

სხვა სტატიები