Belive

ATP თასი: სერბეთის ნაკრები ფინალში გავიდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს გამთენიისას ATP თასზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. დუსან ლაიოვიჩი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 7:5 7:6 გაიმარჯვა. მეორე შეხვედრა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუსი დანილ მედვედევი სამ სეტში 6:1 5:7 6:4 დაამარცხა. სერბეთის ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ან ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა.

სხვა სტატიები