Belive

ATP თასი: ესპანეთის საჩოგბურთო ნაკრები ნახევარფინალში გავიდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ATP თასზე დღეს ესპანეთის ნაკრები ბელგიას უპირისპირდებოდა. გულშემატკივარმა სამი შესანიშნავი მატჩი იხილა პირველ შეხვედრაში ბაუტისტა აგუტმა კოპეიანსს მარტივად სძლია ანგარიშით 6:1 6:4 ამის შემდეგ რაფაელ ნადალი ჩაერთო საქმეში და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დავიდ გოფინთან ორ სეტში 6:4 7:6 დამარცხდა. ბელგიელმა რაფაელის დამარცხება კარიერაში მეორედ შეძლო. ანგარიში ნაკრებებს შორის გათანაბრდა და მომდევნო ეტაპზე გასულის ბედს წყვილთა თანრიგის მატჩი წყვეტდა. კარენო ბუსტა და რაფაელ ნადალი სანდერ ჟილეს და იორან ვილეგენს დაუპირისპირდნენ. ეს მატჩიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველი სეტი ესპანელებმა ტაი ბრეიკზე წააგეს. მეორე სეტში ბელგიელები ვერ გამოიყურებოდნენ კარგად და 7:5 დათმეს. სუპერ ტაი ბრეიკში კი ესპანელებს აღარ გასჭირვებიათ და ბელგიის ნაკრები დამარცხდა ანგარიშით 10:7 ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და ავსტრალიის ნაკრები დაუპირისპირდება. ბაუტისტა აგუტი ნიკ კირგიოსს შეხვდება, ხოლო რაფაელ ნადალი ალექს დე მინაურს.

სხვა სტატიები