Belive

ATP შანხაი - მიმოხილვა (ზვერევი-ედმუნდი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გრძელდება შანხაიში მიმდინარე მასტერსი, სადაც პირველი 1/4-ფინალური შეხვედრა ჩატარდა.  ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი, ალექსანდრ ზვერევი და მსოფლიოს მე-14 ჩოგანი კაილი ედმუნდი დაუპირისპირდნენ. პირველი სეტის პირველივე გეიმში გერმანელმა ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, რომელის წყალობითაც სეტი თავის სასარგებლოდ, ანგარიშით - 6:4 დაასრულა. მეორე სეტში რიგით მე-5 გეიმში, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება მეტოქეს დაუთმო და ანალოგიური ანგარიშით - 6:4 დამარცხდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 6:4 ალექსანდრ ზვერევი შანხაის მასტერსის პირველი ნახევარფინალისტია.

სხვა სტატიები