Belive

23 წლიანი ეპოქის დასასრული - ნადალი ნოემბერში კარიერას დაასრულებს

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, 22 სლემისა და 92 ტიტულის მფლობელმა - რაფა ნადალმა, კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ლეგენდარულმა "მატადორმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი კარიერას ნოემბერში, დევისის თასზე დაასრულებს, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება.

2024 წლის დასაწყისში ნადალი იმედოვნებდა, რომ სხეული და სათამაშო კონდიცია მისცემდა საშუალებას ყველა ძირითად ტურნირზე ეთამაშა, თუმცა მოლოდინი არ გამართლა.

"ძალიან აღელვებული ვარ. ჩემი ფინალური ტურნირი დევისის თასის ფინალი იქნება, რომელიც წარმოადგენს ჩემს ქვეყანას. კარიერის აქ დასრულება სიმბოლური იქნება, რადგან ჩემი ერთ-ერთი პირველი პროფესიული ტრიუმფი სწორედ სევილიაში იყო, 2004 წელს.

მე თავს ძალიან იღბლიანად და ამაყად ვგრძნობ იმ ყველაფრისთვის, რაც განვიცადე.

სამწუხაროდ ჩოგბურთში ჩემს თავს ვეღარ ვხედავ, ეს ყველაფერი კი ბოლო 2-წლიანი ტრავმიანობითაა გამოწვეული. ფიზიკურად აღარ შემიძლია ჩოგბურთის თამაში, რადგან ტრავმებმა იმდენად შემიშალა ხელი, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საჩოგბურთო სამყაროს, ჩემს თანამოქალაქეებს, ჩემს დიდ კონკურენტებს, მათთან ერთად ბევრ დრო გავატარე და მომავალში ამ განვლილი მომენტებითა და ემოციებით ვიცხოვრებ..." - რაფა ნადალი

შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალი 22 დიდი სლემის მფლობელია. მას რონალ გაროსი 14-ჯერ აქვს მოგებული, რაც აბსოლუტური რეკორდია, ბოლოს კი 2022 წელს მოიგო, სადაც ფინალში კასპერ რუდი დაამარცხა.

ნადალი კარიერის ბოლო მატჩს დევისის თასზე ესპანეთის ნაკრებში, 19 ნოემბერს ჩაატარებს.

რაფა ნადალი ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, როგორც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ათლეტი და ჩოგბურთელი.

სხვა სტატიები