Belive

ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
2022 წლის 6 ერის ჩემპიონატისა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის დასრულების შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ რეიტინგში სასიამოვნო სიახლეა. 6 ერის ტრიუმფატორი - საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. "ლე ბლემ" ახალ ზელანდიას გადაასწრო და 88.88 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
Untitled
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დამარცხების შემდეგ, საქართველო რეიტინგში დაწინაურდა. "ბორჯღალოსნები" 73.78 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან. ექვსი ერის უკანასკნელ ტურში, კარდიფში მოპოვებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ, იტალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2 სარეიტინგო ქულა მოემატა, თუმცა კვლავ მე-14 ადგილზე დარჩა.

სხვა სტატიები