აფა ტაული | საქართველოს და ესპანეთის ნაკრებში ბაზირებულ მორაგბეებს შორის დიდი სხვაობაა
1 წთ
რაგბი
1 წლის წინ
სანტიაგო სანტოსი: "50 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, თუმცა მერე სადავეები ხელიდან გავუშვით და შედეგიც შესაბამისი დადგა. ანგარიშით რა თქმა უნდა კმაყოფილი არ ვარ. ვულოცავ საქართველოს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას. დღეს ტრადიციული თამაში ვერ ვაჩვენეთ. ამინდმა ჩვენს გეგმებში კორექტივები შეიტანა და სანახაობრივი თამაში არ გამოგვივიდა“. აფა ტაული: "საქართველოს ნაკრების გუნდურმა და ინდივიდუალურმა კლასმა თავი იჩინა და დასკვნით 30 წუთში ის თამაში ვეღარ ვაჩვენეთ, რაც მანამდე. ეს გასაკვირი არცაა, რადგან საქართველოს და ესპანეთის ნაკრებში ბაზირებულ მორაგბეებს შორის დიდი სხვაობაა“.წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი