"დიდი მადლობა მეგობარო" - ბასკონია თოკოს დაემშვიდობა, ქართველი ცსკა-ს კალათბურთელია
1 წთ
ქართული სპორტი
3 წლის წინ
თორნიკე შენგელია ბოლოდროინდელი ქართული და ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ეს ყველაფერი კი მისი შესაძლო ტრანსფერითაა გამოწვეული. თორნიკე "ბასკონიას" რიგებს 2014 წელს შეუერთდა. ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მან ესპანური გუნდის კაპიტნის ამპლუაც მოირგო, რაც ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა.

ესპანური გუნდიდან წასვლის ოფიციალური დადასტურებისთანავე, არმიელთა ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა ქართველი მძიმე ფორვარდის "ცსკა"-ში ჩარიცხვა დაადასტურა. ქართველი კალათბურთელი რუსული კლუბის ღირსებას 3 წლით დაიცავს.🔥 @TokoShengelia23 joined CSKA 🔥 Georgian forward Tornike Shengelia (28 y.o., 206 cm) signed 3-year contract with our club.#CSKAbasket pic.twitter.com/GnDse3n8m1 — CSKA Moscow (@cskabasket) July 9, 2020