Belive

ანტალიის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გოგონები დაემატნენ

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
პირველი აპრილიდან სამი აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ანტალიის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობით, 10 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ქართველი სპორტსმენები მხოლოდ -60, -81, -90, -100-სა და +100 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. -66 და -73 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, ასევე შემადგენლობაში არ იყვნენ გოგონები, თუმცა როგორც ჩანს, ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და 3 გოგო დაამატა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, გოგონებიდან იასპარეზებენ: ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ); მარიამ ჭანტურია (-70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

საბოლოო შემადგენლობა კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი; ჯაბა პაპინაშვილი -81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი; ლუკა მაისურაძე -100 კგ: ონისე სანებლიძე +100 კგ: გურამ თუშიშვილი -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი -70 კგ: მარიამ ჭანტურია +78 კგ: სოფიო სომხიშვილი

სხვა სტატიები