Belive

მარტის ბაშო | ლიდერთა სია

1 წლის წინ სხვა
2 წთ
13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშომ აიღო სტარტი, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას ამ სპორტის ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მიიღებს.

სად ტარდება ბაშო?


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 1

მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.

სანიაკუ



იოკოძუნა


იოკოძუნა ჰაკუჰოს როგორც მებრძოლის კარიერის დასრულების შემდეგ, უმაღლესი წოდების მქონე სუმოისტი მხოლოდ მონღოლი ტერუნოფუჯია, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე, 4 დღის შემდეგ 3:1-ზე ბალანსი აქვს.

ოძეკი


ოძეკის რანგში აღმოსავლეთიდან შოდაი, დასავლეთიდან კი პირველ ნომრად ტაკაკეიშო, ხოლო მეორე ნომრად მიტაკეუმი არიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი ოძეკის რანგში პირველ ბაშოს ატარებს - ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი იანვრის ბაშოს საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.
  • შოდაის ყველასთვის მოულოდნელად, 4-დან 4 მარცხი აქვს.
  • ტაკაკეიშოს თანაბარი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 2 მარცხის წილ.
  • მოქმედი ჩემპიონი მიტაკეუმი ბრწყინვალედ ასპარეზობს, მას 4 დღის შემდეგ წაგება არ აქვს.

სეკივაკე


იერარქიულად რიგით მესამე წოდება სეკივაკეა, რომელსაც ჰარუ ბაშოზე ვაკატაკაკაგე (აღმოსავლეთიდან) და აბი (დასავლეთიდან) მოირგებენ. ორივე სეკივაკეს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.

კომუსუბი


სანიაკუს ანუ უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლების საზოგადოებაში ყველაზე დაბალი - კომუსუბის სტატუსი 2022 წლის ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთიდან ტაკანოშოს და დასავლეთიდან ჰოშორიუს ერგოთ.
ტაკანოშოს ბაშოს მე-4 დღეს მხოლოდ 1 მოგება აქვს. ჰოშორიუს ბალანსი თანაბარია 2:2-ზე.

ტოჩინოშინი



ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის "ანტირეკორდულ" საფეხურზეა გამწესებული. ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველ მებრძოლს მეოთხე დღის ბოლოს თანაბარი ბალანსი 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.
ამრიგად, ბაშოს ოძეკი მიტაკეუმი 4-დან 4 მოგებით ლიდერობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექს-ოძეკი ტაკაიასუ, რომელიც მე-7 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, მის მსგავს შედეგს აფიქსირებს.

სხვა სტატიები