მარტის ბაშო | ლიდერთა სია და სუმოისტების გამომუშავებული თანხა
13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშომ აიღო სტარტი, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე, ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობს.
სად ტარდება ბაშო?

ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი
მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.
ლიდერთა სია
2022 წლის რიგით მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეიბს, 7 დღის მონაცემებით ტურნირის საჩემპიონო ცხრილს ექს-ოძეკი ტაკაიასუ დაუმარცხებლად ლიდერობს. 6-6 მოგებას კი სამი სუმოისტი აფიქსირებს - განვლილი ბაშოს ჩემპიონი - ოძეკი მიტაკეუმი, ვაკატაკაკაგე და კოტონოვაკა.
სუმოისტების მიერ გამომუშავებული თანხა | 7 დღის მონაცემები
მიტაკეუმი - 84 კენშო (33,600$) ტერუნოფუჯი - 74 კენშო (29,600) ტაკაკეიშო - 55 კენშო (22,000$) ენდო - 44 კენშო (17,600$) დაიეიშო - 40 კენშო (16,000$)
ტოჩინოშინი

ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის “ანტირეკორდულ” საფეხურზეა გამწესებული. ქართველი ექს-ოძეკი ამ დროისათვის, 4 მოგებასა და 3 მარცხს აფიქსირებს. სამწუხაროდ, გამომუშვებული კენშოების რაოდენობით 7 დღის შემდეგ ათეულს მიღმაა.