Belive

ბილოდიდი: ,,რუსები ბევრ საზიზღრობას მწერენ''

1 წლის წინ სხვა
2 წთ
ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონმა, დარია ბილოდიდმა, განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში რუსებისგან ბევრ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებს:
,,უსიამოვნო შეტყობინებებს ყოველდღიურად მიგზავნიან, მეუბნებიან რომ ჩემი საქმე დამთავრებულია. ბევრ საზიზღრობას მწერენ. ამას რუსი სპორტსმენებიც აკეთებენ, მეტიც, რუსი ბავშვებიც. ძალიან სასაცილოა, რომ საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ასე ისაუბრონ და შეურაცხყოფა მომაყენონ. ისინი, უბრალოდ, ზომბირებულები არიან. სჯობს, გაჩუმდეთ, ვიდრე, ასე თავხედურად და არაადამიანურად ლანძღოთ ის, ვინც იბრძვის და უნდა, რომ თავის სამშობლოში ყველაფერი კარგად იყოს. ზოგიერთს ვუპასუხე კიდეც. როცა ტყუილს გწერენ, გინდა, დაამტკიცო, რომ ეს ასე არ არის და სწორედ მათი ქვეყანა შემოიჭრა უკრაინაში. მინდა, ხალხს თვალები ავუხილო, რადგან მათ ამის უბრალოდ არ სჯერათ. არ მესმის, როგორ მუშაობს ეს სისტემა, რომ ადამიანები ამდენი ხანია ზომბირებულები არიან. მსურს, ამ პასუხებით ვაჩვენო, რა ხდება სინამდვილეში, როგორ იხოცებიან ბავშვები, როგორ ნადგურდება სახლები და ქალაქები. თუმცა, ეს ყველაფერი უსარგებლოა, მათ აქვთ საკუთარი გაუგებარი აზრი, რაც ყველას აზრისგან განსხვავდება. ამიტომაც პასუხის გაცემა შევწყვიტე. ახლა ისინი ისხდებიან ინსტაგრამის გარეშე, უყურებენ ტელევიზორს და რაღაც სისულელეებს დაიჯერებენ,'' - განაცხადა ბილოდიდმა.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა

სხვა სტატიები