შენგელიამ გუნდს ულიდერა - ვირტუსი ევროთასის ფინალშია | მიმოხილვა
1 წთ
კალათბურთი
1 წლის წინ
ევროთასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, ერთმანეთს ესპანური "ვალენსია" და იტალიური "ვირტუს ბოლონია" დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 73:83 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროთასის ფინალში ქართველი კალათბურთელი ითამაშებს. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 26:04 წუთი გაატარა, სადაც მისი მონაგარი 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით, შენგელია (+16) ვირტუსის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ სტატისტიკით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საკუთარ კლუბში საუკეთესო იყო.
"ვირტუს ბოლონია" ევროთასის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, გამარჯვების შემთხვევაში კი იტალიური კლუბი ევროლიგის საგზურს მოიპოვებს, რითაც თორნიკე შენგელიას იტალიურ კლუბში დარჩენის შანსები საგრძნობლად გაიზრდება. ევროთასის ფინალი 11 მაისს, იტალიაში, "ვირტუს ბოლონიას" დარბაზში გაიმართება, სადაც იტალიური კლუბი, თურქულ "ბურსასპორს" დაუპირისპირდება..@Virtusbo reach the EuroCup finals after beating @valenciabasket in the semi-final tonight 👏 #RoadToGreatness — 7DAYS EuroCup (@EuroCup) May 4, 2022