ჟოზე მოურინიო: "ჩემი მეთოდები შეუდარებელია"
3 წთ
ფეხბურთი
2 წლის წინ
" საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მეთოდები უნდა შევცვალო. ხანდახან შედგები მრავალგვარი წინადადების შედეგად მიიღწევა. მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მსოფლიოში განუმეორებელი მეთოდები გვაქვს". " არ ვიცი, რას გულისხმობთ, როდესაც კრიზისზე საუბრობთ. თუ კრიზისი გასახდელში იმედგაცრუებას და ცუდ განწყობას გულისხმობს, მაშინ ასეც შეიძლება ითქვას, რადგან ბედნიერი არავინაა". " ჩვენ ყველამ "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში ვაჩვენეთ, რომ გუნდი, რომელიც ბოლო წამებამდე იბრძვის სასურველი შედეგის მისაღწევად, კრიზისში ვერანაირად ვერ იქნება. გუნდი კრიზისშია, როდესაც უეკეთესი შედეგების ჩვენებას არ ცდილობს იმასთან შედარებით, რაც აქვს". " ასე რომ, ვერ ვიტყოდი, თითქოს კრიზისში ვართ. ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგია. ცხადია, რომ ჩვენ ზედმეტად ბევრ თამაშს ვაგებთ".მოგვიანებით მოურინიომ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსზეც ისაუბრა.
"ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა მათემატიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია. როდესაც რაიმე მათემატიკურად შესაძლებელია, ესე იგი რეალურია. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მათემატიკურად შესაძლებელი".ცნობისათვის, "ვესტ ჰემთან" ჩატარებული შეხვედრა ჟოზე მოურინიოსთვის პრემიერ ლიგაში "დეზების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 50-ე იყო. მოურინიომ პირველ 50 შეხვედრაში "ტოტენჰემთან" ერთად 81 ქულის აღება შეძლო. აღნიშნული შედეგი 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ეროვნული ჩემპიონატების პირევლ 50 შეხვედრაში, სადაც ჟოზეს უმუშავია.
81 - José Mourinho has earned 81 points after 50 league matches in charge of Spurs, his lowest total at this stage in any managerial stint:
124 points - Porto 126 - Chelsea (1st spell) 113 - Inter 123 - Real Madrid 114 - Chelsea (2nd spell) 95 - Man Utd 81 - Spurs Dwindling. pic.twitter.com/2EULGc16GG — OptaJoe (@OptaJoe) February 21, 2021
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემმა" 24 ჩატარებულ შეხვედრაში 36 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.