ვილი სანიოლი: "მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ"
1 წთ
ფეხბურთი
1 წლის წინ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, Instagram-ში გამოქვეყნებული პოსტით ეროვნული გუნდის კაპიტანს, ჯაბა კანკავას დაემშვიდობა, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
"მადლობა კაპიტანო იმ ყველაფრისთვის, რასაც საქართველოს ნაკრებთან ერთად და შენს კარიერაში მიაღწიე. მადლობა, რომ იყავი მაგალითი შენი ყველა თანაგუნდელისთვის და ასევე ახალი თაობებისთვის. პრივილეგია იყო ვყოფილიყავი შენი მწვრთნელი. მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ!", - წერს ფრანგი სპეციალისტი სოციალურ ქსელში.35 წლის ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში 17 წელიწადი გაატარა და ამ დროში ჩატარებულ 100 მატჩში 10 გოლის გატანა ად 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.View this post on Instagram