შახტარის მწვრთნელი: "შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ მხოლოდ უკრაინაზე ვფიქრობ"
1 წთ
ფეხბურთი
1 წლის წინ
"დიახ, შემეძლო სხვა გუნდი მევარჯიშებინა, მაგრამ მთელი ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ ჩემს "შახტართანაა". უცხოური გუნდებიდან იყო ინტერესი, მაგრამ არც კი მინდა ამაზე საუბარი. ვაკვირდები მდგომარეობას და მინდა უკრაინაში დავბრუნდე. ამ ჩემპიონატის გათამაშებას აუცილებლად მოვიგებდით. ყველაფერს ვუყურებ. დილიდან საღამომდე. ირგვლივ სხვას ვეღარაფერს ვხედავ“, - თქვა დე ძერბიმ.იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად უკრაინის დატოვება ომის დაწყებიდან მალევე მოახერხა.