რეალი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუნდი პრემიერლიგაში გადასვლას აპირებს
1 წთ
ფეხბურთი
2 წლის წინ
ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, ,,რეალ მადრიდი'' ლა ლიგიდან ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლას განიხილავს. გავრცელებულ ინფორმაციას ,,სამეფო გუნდი'' ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
,,Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული სიახლის თაობაზე, სადაც ნათქვამია, რომ ,,რეალი'' ლა ლიგიდან პრემიერლიგაში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს, გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სრულიად ყალბი, აბსურდული და შეუძლებელია და მიზნად ჩვენი კლუბის დაზიანებას ისახავს,'' - წერია ,,რეალის'' განცხადებაში.ლა ლიგის ახალი სეზონი გუშინ ,,ვალენსიისა'' და ,,ხეტაფეს'' შეხვედრით გაიხსნა. ,,რეალი'' პირველ მატჩს დღეს, ,,ალავესთან'' სტუმრად გამართავს.
Official Announcement.#RealMadrid — Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) August 14, 2021