Belive

პსჟ-ს მორიგი ფენომენალური შეთავაზება მბაპეს

1 წლის წინ

კილიან მბაპეს სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის შესახებ, ფრანგულ და ესპანურ მედია საშუალებებში სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. სპორტულ ტაბლოიდებში გავრცელებული უკანასკნელი ცნობების თანახმად, პარიზული გრანდის მესვეურები მბაპეს შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, "პარი სენ-ჟერმენმა" ვარსკვლავს ფენომენალური შეთავაზება გაუკეთა. იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე პარიზელთა შეთავაზებას დათანხმდება, ანაზღაურების სახით თვეში 4 მილიონ ფუნტს მიიღებს, თუმცა სოლიდური გასამრჯელო ერთადერთი მაცდური წინადადება არაა. "პარი სენ-ჟერმენი" კილიან მბაპეს კლუბის სპორტული პროექტის ხელმძღვანელობას სთავაზობს - 23 წლის ვარსკვლავს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს მწვრთნელი და ბორდთან ერთად გადაწყვიტოს, რომელი ვარსკვლავი დაიმატოს კლუბმა.

სხვა სტატიები