Belive

ფრედი თუ რონალდინიო? ბრაზილიელმა სტეფან სავიჩი გააქრო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში, "ატლეტიკომ" "წითელი ეშმაკების" ბარიერი გადალახა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს - "მანჩესტერ იუნაიტედი" კი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მარცხით დამწუხრებული "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები ერთმა ეპიზოდმა აღაფრთოვანა. "წითელი ეშმაკების" ბრაზილიელმა ლეგიონერმა - ფრედმა, სტეფან სავიჩი შეარცხვინა, რაც ინგლისელ გულშემატკივარს უყურადღებოდ არ დარჩენია. ფრედისა და სტეფან სავიჩის დუელის ხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი განთავსდა, რომელშიც ფანები აღნიშნავდნენ, რომ ფრედში ლეგენდარული რონალდინიო ჩასახლდა.

111

სხვა სტატიები