მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი: პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 წთ
ფეხბურთი
1 წლის წინ
24 მარტს, 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, სადაც პორტუგალია თურქეთს უმასპინძლებს. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ფერნანდო სანტუშმა, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თურქეთის ნაკრების დამარცხებას შეძლებს, მსოფლიო ჩემპიონატამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი ექნება დარჩენილი და ფინალურ შეხვედრაში, იტალიასა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. პორტუგალიისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი 24 მართს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.! Estes são os convocados para o Play-Off! #VamosComTudo pic.twitter.com/kXkdM5mCKI — Portugal (@selecaoportugal) March 17, 2022