ლიონელ მესის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა
1 წთ
ფეხბურთი
5 წლის წინ
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კუთვნილი ჯილდო მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი "ლა ლიგის" წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის ტიტულის მფლობელი გახდა. მესიმ 2017-18 წლების "ლა ლიგის" სეზონში 34 ბურთი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო. გარდა ბომბარდირობისა, მესი საუკეთესო ასისტიც იყო. მან 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამას დაემატა "ბლაუგრანას" ჩემპიონობა და შესაბამისად, ლიონელ მესი წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
👏Leo #Messi , 2017/18 @LaLigaEN Pichichi winner as leading goalscorer🔝🥇 pic.twitter.com/wjqHncbPgd — FC Barcelona (@FCBarcelona) November 12, 2018