ლიონელ მესი შობას ოჯახთან ერთად შეხვდა (ფოტოები)
1 წთ
ფეხბურთი
3 წლის წინ
"ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი შობას მშობლიურ როსარიოში ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. 32 წლის ფეხბურთელის მეუღლე ანტონელა როკუზომ Instagram-ში მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. "დიდი სიყვარულით გილოცავთ შობას" - წერს ანტონელა ფოტოზე, სადაც მისი ოჯახის წევრები სახალისო საშობაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი. მესი ესპანეთში 2 იანვარს დაბრუნდება და ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრისთვის მოემზადება, სადაც მისი გუნდი "ესპანიოლს" დაუპირისპირდება. მატჩი 5 იანვარს შედგება.