კლოპი: "ნორმალური სეზონის პირობებში სიტის ამდენით არ ჩამოვრჩებოდით"
2 წთ
ფეხბურთი
2 წლის წინ
" საკითხი არასდროს ყოფილა ისე, რომ გვეფიქროს, როგორ ვაჯობოთ "სიტის", ან როგორ გავხდეთ ისევ ინგლისის საუკეთესო გუნდი". " ჩვენ უბრალოდ გივნდოდა, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავით. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. თუ სხვა გუნდი შენზე უკეთესია, მიუხედავად შენი მცდელობისა, ვერაფერს გააწყობ. ასეა სპორტში". " იმაზე მეტს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე საკუთარი თავის საუკეთესო ვერისიად ყოფნაა, სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით, როგორც გუნდი". " ამისათვის, რა თქმა უნდა, ცოტა იღბალია საჭირო. ცოტა მეტი გამართლება ტრავმების მხრივ და ჩვენ ამას შევძლებთ". " ყველანი ვთანხმდებით და დარწმუნებული ვარ, რომ პეპიც ამავეს იტყოდა - ეს რომ ნორმალური სეზონი იყოს, "სიტის" 16 ქულით არ ჩამოვრჩებოდით, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობაა და ვიღებთ ამას". "ამ სეზონში არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მივუახლოვდებით "სიტის", ახლა მნიშვნელოვანია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღლა ავიდეთ სატრუნირო ცხრილში".პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულს" 24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 40 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. კლოპის გუნდი ლიდერ "სიტის" 16 ქულით ჩამორჩება.