"ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით",- კუმანი კადისთან ფრის შემდეგ
2 წთ
ფეხბურთი
2 წლის წინ
" გულდასაწყვეტია, ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით, მას შემდეგ, რაც "ატლეტიკო" დამარცხდა, ჩამორჩენის შემცირება შეგვეძლო. ეს დიდი იმედგაცრუებაა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის შემდეგ ვიყავი. ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა". " არ მიყვარს მოთამაშეების ინდივიდუალურად დადანაშაულება, შეტევაში დასახული ამოცანა ვერ შევასრულეთ, დაცვაშიც სხვანაირად უნდა ვთამაშობდეთ". " პრობლემა ის იყო, რომ ანგარიშში სხვაობა მინიმალური იყო და "კადისს" ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ანგარიში გაეთანაბრებინა, ასე მოხდა კიდეც". " ბოლო წუთებში ჩვენ მათ ანგარიშის გათანაბრების შანსი დავუტოვეთ. თუ მეორე გოლს არ გაიტან და თამაშს არ მოკლავ, მეტოქემ ყოველთვის შეიძლება გაგითანაბროს". " ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მიზეზბი, რის გამოც მატჩი ვერ მოვიგეთ, ასეთ შეხვედრებში ყოველთვის გამარჯვება გვამრთებს".ლალიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" 23 ჩატარებულ შეხვედრაში 47 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. კატალონიელები ლიდერ "ატლეტიკოს" 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სიმეონეს გუნდს მატჩით ნაკლები აქვს გამართული.