Belive

ხავი: ,,ობამეიანგი მთელი გუნდისთვისა და თანაგუნდელებისთვის მაგალითი იყო''

1 წლის წინ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა, რომელიც ლონდონის ,,ჩელსიში'' გადავიდა:

,,ობამეიანგი მოედანზეც და მის მიღმაც ნამდვილი მაგალითი იყო, მან ბევრი რამ შეცვალა. თუ გადახედავთ მის შედეგებს, მიხვდებით, რამდენად ძვირფასია ეს ფეხბურთელი.

პიერ-ემერიკი მთელი გუნდისთვისა და თანაგუნდელებისთვის მაგალითი იყო,'' - ხავის სიტყვებს ,,ბარსელონას'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ობამეიანგი ,,ბარსელონაში'' 2022 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 24 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გაბონელმა ფეხბურთელმა ,,ჩელსისთან'' 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ,,არისტოკრატებმა'' თავდამსხმელში 12 მილიონი ევრო გადაიხადეს.

სხვა სტატიები