ევრო 2020: ყველაფერი, რაც იტალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
3 წლის წინ
ფეხბურთი
17 წთ
პროფილი
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1898 წლის 26 მარტს ფიფას წევრი: 1905 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან პრეზიდენტი: გაბრიელე გავირია ფიფას რეიტინგი: 7 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 7 (1993 წლის ნოემბერი, 2007 წლის თებერვალი, 2007 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2007 წლის სექტემბერი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 21 (2018 წლის აგვისტო) საშინაო არენა: სხვადასხვა მეტსახელი: სკუადრა აძურა, ლურჯები მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი კაპიტანი: ჯორჯო კიელინი (ტურინის "იუვენტუსი", 36 წლის) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ჯანლუიჯი ბუფონი (176) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ლუიჯი რივა (35) პირველი მატჩი: იტალია - საფრანგეთი 6:2 (1910 წლის 15 მაისი, მილანი, იტალია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: იტალია – აშშ 9:0 (1948 წლის 2 აგვისტო, ბრენტფორდი, ინგლისი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: უნგრეთი – იტალია 7:1 (1924 წლის 6 აპრილი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)მიღწევები და ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატი: მონაწილეობა – 18 (პირველად 1934 წელს) საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1934, 1938, 1982, 2006) ევროპის ჩემპიონატი: მონაწილეობა – 9 (პირველად 1968 წელს) საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1968) კონფედერაციის თასი: მონაწილეობა – 2 (პირველად 2009 წელს) საუკეთესო შედეგი: მესამე ადგილი (2013)ისტორია
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ნაკრები 1910 წელს დაარსდა და იმავე წელს ჩატარებულ პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული გუნდი უხვგოლიან შეხვედრაში - 6:2 სძლია. "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებულია, ასევე ორჯერ ვერცხლის, ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორი და ერთხელ მეოთხეადგილოსანი. იტალიელთა კოლექციაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ინახება და ამ ტურნირზეც "ლურჯებმა" 2 ფინალი წააგეს. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრები პირველი და დღემდე ბრაზილიასთან ერთად ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო - 1934 და 1938 წლებში, მაშინ გუნდს ჯუზეპე მეაცა ლიდერობდა, რომლის სახელსაც დღეს მილანში არსებული სტადიონი ატარებს, რომელსაც ხშირად "სან სიროდაც" მოიხსენიებენ და რომელზეც "მილანი" და "ინტერი" მონაცვლეობით თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში პირველ მუნდიალზე "აძურას" მონაწილეობა არ მიუღია, შემდეგი ორი ტრიუმფით დაასრულა.გზა ტურნირამდე
იტალიის ნაკრები ბელგიასთან ერთად ის გუნდია, რომელმაც შესარჩევი ეტაპი საუკეთესოდ, ქულათა მაქსიმუმით დაასრულა. 10-დან 10 გამარჯვება და ორ-ორჯერ დამარცხებული საბერძნეთის, სომხეთის, ლიხტენშტეინის, ბოსნიის და ჰერცოგოვინის და ფინეთის ეროვნული გუნდები. საერთო ჯამში, იტალიელებმა 6-გუნდიან J ჯგუფში 37 გოლი გაიტანა და მხოლოდ სამი მიიღო.შემადგენლობა
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ თაობათა ცვლის პროცესს დასაბამი მისცა და ამაში რობერტო მანჩინიმ მთავარი როლი შეასრულა. დღეს გუნდის მთავარი ფიგურები ჯიჯი დონარუმა, ჟორჟინიო, ფედერიკო კიეზა, ლორენცო ინსინიე, ანდრეა ბელტოი და ჩირო იმობილე არიან. რა თქმა უნდა, აქ არის დაცვის ცენტრის გამოცდილი დუეტით, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის სახით, რაც საბოლოო ჯამში ძალზედ დაბალანსებულ გუნდს აყალიბებს. იტალიის ნაკრების სრული, 26-კაციანი შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), ალექს მერეტი (“ნაპოლი”), სალვატორე სირიგუ (“ტორინო”). მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (“ლაციო”), ალესანდრო ბასტონი (“ინტერი”), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (ორივე “იუვენტუსი”), ჯოვანი დი ლორენცო (“ნაპოლი”), ემერსონი (“ჩელსი”), ალესანდრო ფლორენცი (“პსჟ”), ლეონარდო სპინაცოლა (“რომა”), რაფაელ ტოლოი (“ატალანტა”). ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (“ინტერი”), ბრაიან კრისტანტე (“რომა”), ჟორჟინიო (“ჩელსი”), მანუელ ლოკატელი, (“სასუოლო”), ლორენცო პელეგრინი (“რომა”), სტეფანო სენსი (“ინტერი”), მარკო ვერატი (“პსჟ”). თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ჩირო იმობილე (“ლაციო”), ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა (ორივე “იუვენტუსი”), დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), ჯაკომო რასპადორი (“სასუოლო”).მწვრთნელი
რობერტო მანჩინიმ მეტნაკლებად საკმაოდ წარმატებული საკლუბო კარიერის შემდეგ, ბოლო 3 წელიწადია სანაკრებო ფეხბურთში გადაინაცვლა. "ლაციო", "ფიორენტინა", "ინტერი", "მანჩესტერ სიტი", "გალათასარაი" და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი", ეს ის კლუბებია, რომელშიც 56 წლის სპეციალისტმა კარიერის განმავლობაში იმუშავა და სამჯერ იტალიის ჩემპიონობა "ნერაძურისთან" ერთად, ერთხელ ინგლისის პრემიერ ლიგა, იტალიის თასი ოთხივე იტალიურ გუნდთან ერთად, ინგლისის ასოციაციისა და სუპერთასები და თურქეთის თასი. იტალიის ეროვნულ გუნდს მანჩინი 2018 წლის 14 მაისიდან ხელმძღვანელობს და ამ პერიოდში გუნდს თავისი ხელი ნამდვილად დაატყო. იტალიელები გამართულ და სწორ ფეხბურთს თამაშობენ, რაც შედეგშიც ნათლად აისახება. წაუგებლად ჩატარებულ შესარჩევ ეტაპზე ზევით უკვე მოგახსენეთ და იმასაც დავამატებთ, რომ მანჩინის ხელში იტალიამ 30-დან 21 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორჯერ, ისიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტებთან, საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. ყველაზე ხშირად გამოყენებული ტაქტიკა: 4-4-3.ვარსკვლავი
ბოლო დეკადის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის საწყის წლებში სათანადო დონეზე გახსნა ვერ მოახერხა და საამისოდ რამდენიმე გრანდის გამოცვლა დასჭირდა. "იუვენტუსში", "ჯენოა", "პესკარა", "ტორინო", დორტმუნდის "ბორუსია" და "სევილია" იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელშიც იმობილემ თავდაპირველად ითამაშა, თუმცა ის ფეხბურთი ვერ აჩვენა, რომელსაც მისი გულშემატკივრები ელოდნენ. სამაგიეროდ, 2016 წლიდან იმობილე არამხოლოდ "ლაციოს" ლიდერად, არამედ თილისმად იქცა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დააბრუნა და ბოლო წლებში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გოლეადორად გადაიქცა. 2014 წლიდან დღემდე ის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი სამჯერ გახდა და "არწივებთან" ერთად იტალიის თასი ად ორჯერ სუპერთაისს მოგებაც მოახერხა. იმობილეს ცხოვრებასა და კარიერაში ახალ ეტაპზე გადასასვლელად სანაკრებო წარმატებას განსაკუთრებული როლი ექნება. აშკარაა, რომ რობერტო მანჩინის ფორმაციის ახალ იტალიის ნაკრებში მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ იმობილეა, რომლის აქტივშიც 46 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.კალენდარი
11 ივნისი, თურქეთი - იტალია, სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია, 23:00 საათი 16 ივნისი, იტალია - შვეიცარია, სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია, 23:00 საათი 20 ივნისი, იტალია - უელსი, სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია, 20:00 საათირომი - იტალიის დედაქალაქი
სტადიო ოლიმპიკო - რომი
- ფედერიკო კიეზა
- ბრაზილიის ნაკრები
- ემერსონი
- უელსის ნაკრები
- სალვატორე სირიგუ
- ლორენცო პელეგრინი
- დომენიკო ბერარდი
- ანდრეა ბელოტი
- ალექს მერეტი
- ფედერიკო ბერნარდესკი
- სტადიო ოლიმპიკო
- შვეიცარიის ნაკრები
- ალესანდრო ფლორენცი
- არგენტინის ნაკრები
- ლეონარდო სპინაცოლა
- ალესანდრო ბასტონი
- რომი
- ფრანჩესკო აჩერბი
- თურქეთის ნაკრები
- რობვერტო მანჩინი
- პესკარა
- 2018 წლის მუნდიალი
- ჯოვანი დი ლორენცო
- რაფაელ ტოლოი
- ბრაიან კრისტანტე
- მანუელ ლოკატელი
- სტეფანო სენსი
- ჯაკომო რასპადორი
- სასუოლო
- სევილია
- პსჟ
- ლაციო
- სერია ა
- ჩირო იმობილე
- რომა
- ევროპის ჩემპიონატი
- მილანი
- ნაპოლი
- ჯანლუიჯი დონარუმა
- ლეონარდო ბონუჩი
- ჯორჯო კიელინი
- მილანის ინტერი
- ტორინო
- ატალანტა
- დორტმუნდის ბორუსია
- ჟორჟინიო
- ჯენოა
- იტალიის ნაკრები
- მსოფლიოს ჩემპიონატი
- ლონდონის ჩელსი
- მარკო ვერატი
- EURO 2020
- ტურინის იუვენტუსი
- ნიკოლო ბარელა
- ევრო 2020
- ლორენცო ინსინიე