€315 მლნ. ბიუჯეტში | ბარსამ სატელევიზიო უფლებების 15% გაყიდა
3 წთ
ფეხბურთი
1 წლის წინ
"დამატებითი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, ძალიან მოხარულები ვართ. ჩვენ ფინანსური სიძლიერე ძალიან გვჭირდება და შესაბამისად, ჩვენს სტრატეგიას მივუყვებით", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
ახალი შენაძენები
ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე გამოკვეთილად აქტიურობს – ლევანდოვსკისა (€45 მლნ.) და რაფინიასთან (€58 მლნ.) ერთად, კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი გაიფორმა.
Sixth Street-თან თანამშრომლობის შედეგად, კატალონიელებმა ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება მნიშვნელოვნად შეძლეს. 2022/23 წლების სეზონი "ბლაუგრანასთვის" უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ტიტულების მოგება არამარტო გულშემატკივარის ხასიათზე, არამედ ბიუჯეტის მდგრადობაზეც პირდაპირ აისახება. შეგახსენებთ, რომ ესპანური კლუბის ვალი დაახლოებით €1.3 მილიარდს შეადგენს. ცნობილია, რომ ხავის "სევილიას" ფეხბურთელის, ჟიულ კუნდეს დამატებაც სურს, რომლის სანაცვლოდაც, ანდალუსიელები €60 მილიონს ითხოვენ. Sixth Street-თან უკანასკნელი შეთანხმების შემდეგ, აღნიშნული ტრანსფერის ალბათობა გაცილებით უფრო რეალური გახდა. ტრანსფერებში გაღებული დანახარჯის ნაწილობრივ ამოღებას, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვითაც გეგმავს: “ბარსამ” ტრანფერზე ნეტო (€3 მლნ.), სამუელ უმტიტი (€2 მლნ), ოსკარ მინგესა (€6 მლნ.), რიკი პუჩი ( €7 მლნ.) და მარტინ ბრაითუეითი (€6 მლნ.) დააყენა. “ტოტენჰემში” იჯარის წესით გადავიდა კლემან ლანგლე და სავარაუდოა, რომ “კამპ ნოუზე” აღარ ითამაშებენ ნიდერლანდელი ფეხბურთელები – ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი, რომელთა ჯამური სატრანფერო ღირებულება €105 მილიონს შეადგენს.