მორიენტესი: ,,რეალისთვის ლივერპული ყველაზე ცუდი მეტოქეა''
1 წთ
ფეხბურთი
1 წლის წინ
,,როცა ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, ვთქვი, რომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც რეალის მეტოქედ არ ვისურვებდი, ლივერპული იყო. ახლა ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ძლიერი კლუბია, უფრო ძლიერი, ვიდრე - ბაიერნი, პსჟ და სიტი. რეალისთვის ლივერპული ყველაზე ცუდი მეტოქეა. მათ შეტევაში ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, მადრიდელებს კი უჭირთ, როცა დაცვის ხაზი აწეულია. თუ აქამდე ფრთხილად სამი მოთამაშის - სალაჰის, მანესა და ფირმინოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყავი, ახლა მათ დიასი და ჟოტაც დაემატნენ. ხუთი თავდამსხმელი. ლივერპულს შესანიშნავი შემტევები ჰყავს, მაგრამ შანსები 50-50-ზეა,'' - მორიენტესის სიტყვებს AS-ი ციტირებს.28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.