ცონგამ კარიერა ტრავმითა და ცრემლებით დაასრულა
1 წთ
ჩოგბურთი
1 წლის წინ
მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა, ჟო-ვილფრიდ ცონგამ კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა კარიერის ბოლო მატჩი დღეს, როლან გაროსზე ჩაატარა. ცონგა კასპერ რუდის წინააღმდეგ 4 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 7:6; 6:7 2:6; 6:7 დამარცხდა. გადამწყვეტი ტაიბრეიკის წინ ჟოს მხრივ ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც ის ბურთის ძლიერად ჩაწოდებასაც ვერ ახერხებდა.
ცონგას ფინალური შეხვედრა ემოციური გამოდგა - რუდის ექვსმაგი მატჩ პოინტის დროს 37 წლის ფრანგმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა, სამშობლოში შეკრებილმა გულშემატკივარმა კი ლეგენდა ტაშით გააცილა. კარიერის მანძილზე ჟო-ვილფრიდ ცონგამ 18 ტიტული მოიგო. ფრანგი 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია.The curtain comes down 😢@CasperRuud98 ends Tsonga's farewell tour with a 6-7(6), 7-6(4), 6-2, 7-6(0) opening round victory.#RolandGarros pic.twitter.com/jOA3HxObxG — Roland-Garros (@rolandgarros) May 24, 2022