Belive

"ძალადობა გაუმართლებელია" | აზარენკამ მატჩის დროს იტირა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ინდიან უელსის 1/16 ფინალში ვიქტორია აზარენკა ელენა რიბაკინასთან 2 სეტში, 3:6; 4:6 დამარცხდა. შეხვედრის ანგარიშზე მეტად აღნიშნული თამაშიდან აზარენკას საქციელმა მიიქცია ყურადღება. გამოცდილმა ჩოგბურთელმა შუა თამაშის დროს ტირილი დაიწყო და რამდენიმე წუთის განმავლობაში ის ვერ ჩერდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აზარენკამ საკუთარი მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკა. ვიქტორია ბელარუსიდან არის, მისი ქვეყნის მთავრობა კი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ეხმარება. ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების გამო, აზარენკა დროშის გარეშე ასპარეზობს.

იხილეთ ვიდეო:

32 წლის ჩოგბურთელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა: "მსოფლიოს თანაგრძნობის უნარი აკლია. ვფიქრობ, არც ერთი კონფლიქტის გამო ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ, ადამიანებმა, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, მსგავს ძალადობას კი ჩემს თვალში არასდროს ექნება გამართლება."
 

სხვა სტატიები